ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 47% ადასტურებს საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობას

12 მაისი, 2017 • 2197
NDI: გამოკითხულთა 47% ადასტურებს საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობას

ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს? – ამ კითხვაზე პასუხად 47% ამბობს, რომ ეთანხმება, 27% არ ეთანხმება; 26%-ის პასუხია – “არ ვიცი”.

ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს გამართეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ.

მკვლევრების მიერ დასმულ შეკითხვაში პროპაგანდა ასე იყო განმარტებული: “პროპაგანდა განიმარტება, როგორც დამახინჯებული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანია რომელიმე ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა, მისი ქმედებების გამართლება და დაპირისპირებული ქვეყნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დანერგვა”.

ასაკობრივი ჭრილის მიხედვით, ყველაზე მეტად – 49%, რუსული პროპაგანდის არსებობის შესახებ საუბრობს 36-55 წლის ასაკის მოსახლეობა, მას მოსდევს (47%) 18-35 წლის მოსახლეობა და ბოლოს არის (44%) 56 წელს ზემოთ მოსახლეობა.

პასუხები ჩაშლილი ტერიტორიული ნიშნით

პასუხები ჩაშლილი ტერიტორიული ნიშნით

კვლევის მიხედვით, რესპონდენტების უმრავლესობა (39%) მიიჩნევს, რომ ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება რუსული პროპაგანდა, 34% მიიჩნევს, რომ ამის წყარო პოლიტიკური პარტიებია:

Screen Shot 2017-05-12 at 12.01.18 PM

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი