ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 42%-ის აზრით სსრკ-ის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო

12 მაისი, 2017 • 7865
NDI: გამოკითხულთა 42%-ის აზრით სსრკ-ის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო

შეკითხვაზე – ზოგადად, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო თუ ცუდი? – გამოკითხულთა 48%-ის პასუხია – “კარგი მოვლენა”, 42%-ის – ცუდი მოვლენა, ხოლო 10%-ს პასუხი არ აქვს. ამასთან, იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, მაინც უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს, გამართეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ.

პასუხები ჩაშლილია რეგიონების მიხედვით

პასუხები ჩაშლილია რეგიონების მიხედვით

კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი