ახალი ამბები

შიდაფრაქციული გადანაცვლება საპარლამენტო უმცირესობაში

7 თებერვალი, 2013 • • 913
შიდაფრაქციული გადანაცვლება საპარლამენტო უმცირესობაში

“მიზანი ორია, ჯერ ეს ერთი, ტექნიკურად პრობლემა არ შეექმნას ფრაქციას და მეორეც, ჩვენი სურვილია მართლაც რომ რეგიონების ფრაქცია და მაჟორიტარების ფრაქცია გაძლიერდეს და იყოს უფრო სერიოზულად წარმოდგენილი პარლამენტში გამოცდილი და სტაჟის მქონე პოლიტიკოსებით. “

 

მისივე თქმით, ეს წმინდა ტაქტიკური გადაადგილებაა:

 

“ეს წმინდა ტაქტიკური გადაადგილებაა და არანაირი კავშირი ამას რაიმე სხვა პოლიტიკურ ამოცანასთან არ აქვს. მიუხედავად იმ ზეწოლისა, რომლის შესახებაც გიორგი საუბრობდა, ის, რა თქმა უნდა, იყო, რჩება და დარჩება ჩვენი უმცირესობის წევრი”.

 

შეგახსენებთ, რომ ყვარლის მაჟორიტარმა ვერულაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების” ფრაქცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. დავით ბაქრაძის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება უმრავლესობის მუქარის შედეგია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი