დავით ბაქრაძის თქმით, პრეზიდენტის და საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან სრული მზადყოფნა არსებობდა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის და დებატებში მონაწილეობის:
“ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ, როდესაც ამ ფორმატზე უარი თქვა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები უმრავლესობიდან მზად არ აღმოჩნდნენ არც პრეზიდენტის მოსმენისთვის და არც საპარლამენტო პოლიტიკური დებატისთვის.”
ბაქრაძის თქმით, მათ ისღა დარჩენიათ, რომ ამ ფაქტს დაემორჩილონ.
საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, უმრავლესობა რეპრესიებს მიმართავს:
“საპარლამენტო უმრავლესობა არ არის მზად პოლიტიკური დებატებისთვის, ისინი მშვენივრად ხედავენ, რომ არა აქვთ არგუმენტები იმისა, თუ რატომ არ კეთდება არაფერი ამ 100 დღის განმავლობაში, რატომ არ გაკეთდა არაფერი, რასაც ისინი ხალხს პირდებოდნენ და ამის მაგივრად ერთადერთი, რაც მუშაობს, ესაა რეპრესიული მანქანა და ეს არის მცდელობა საკონსტუტიციო გადატრიალებისა”.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხვალ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში არ გამოვა.