ახალი ამბები

განათლების მინისტრის მოადგილე პარლამენტში მაჟორიტარებს ხვდება

7 თებერვალი, 2013 •
განათლების მინისტრის მოადგილე პარლამენტში მაჟორიტარებს ხვდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე დღეს, 7 თებერვალს პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

 

შეხვედრაზე საუბარი ქვეყნის მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამ პროცესში მაჟორიტარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართვას შეეხო:

 

“2013 წლისთვის გვაქვს გამოყოფილი ბიუჯეტი, რომელიც უნდა დაიხარჯოს სკოლების ინფრასტრუქტურის აღდგენაზე და სწორედ ამ სამუშაოების დასაგეგმად, რაც მთელი წლის მანძილზე უნდა ჩატარდეს, ძალიან გვჭიდება მაჟორიტარების ჩართულობა,” – განაცხადა თამარ სანიკიზემ.

 

სანიკიძემ დღევანდელ შეხვედრაზე დეპუტატებს 2012 წლის ჩათვლით განხორციელებულ პროექტებზე, რაიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულლ მოთხოვნებზე და არსებულ სასკოლო ინფრასტრუქტურაზე მიაწოდა ინფორმაცია.

 

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი ქავთარაძის თქმით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“ძალიან ბევრი სკოლა იხურება, ბავშვები ფეხით დადიან სკოლებში რომელიც კილომეტრებითაა დაშორებული სოფლებიდან, ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობა დაიყო და არ დასრულდა, ამიტომ ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი ყურადღება.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი