ახალი ამბები

სტალინის ძეგლის დაზიანების ფაქტზე შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს

7 თებერვალი, 2013 •
სტალინის ძეგლის დაზიანების ფაქტზე შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს

ადგილობრივი მოსახლეობა ძეგლის ადგილზე დაბრუნებას და გაწმენდას აპირებს. მათივე ვარაუდებით, ძეგლის დაზიანება ყოფილი ხელისუფლების ინტრესებში შედიოდა. 

 

აღნიშნული შემთხვევა პირველი არ არის: მიმდინარე წლის 19 იანვარს სტალინის ძეგლი ახმეტის რაიონის სოფელ ალვანშიც დააზიანეს – მონუმენტს ვარდისფერი საღებავი შეასხეს. 

 

შეგახსენებთ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რამდენიმე სოფელში 21 დეკემებერს, სტალინის დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი მონუმენტები აღმართეს. 

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ორივე ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება და განადგურება).  

 

დღესვე სოციალურ ქსელებში რამდენიმე მოქალაქემ საკუთარი “აღიარებითი ჩვენება” გამოაქვეყნა, სადაც წერენ, რომ სტალინის ბიუსტი აკურაში მათ ჩამოაგდეს კვარცხლბეკიდან.


“ჯერ ფეხებით შევდექი და მერე საღებავიც დავასხი. ალვანშიც მე გავაკეთე იგივე. საქართველოს ნებიმიერ კუთხეში, სადაც ხვალ ან ზეგ დაზიანდება და შეიღებება სტალინის მონუმენტები, ბიუსტები თუ ძეგლები, ყველგან ჩემი გაკეთებული იქნება. ეს ძეგლთან ბრძოლა არ არის, ეს არის ამომგდებისთვის ძეგლის დადგმის მონურ ჩვეულებასთან ბრძოლა. და სანამ დაკითხვაზე დამიბარებთ, დააკვირდით: ჩემთან ერთად იყო ბევრი ადამიანი. და ყველამ დააზიანა სტალინის მონუმენტი, ყველამ დაასხა მას საღებავი, ვინც ამ სტატუსს მოიწონებს და/ან გაიზიარებს…”- წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელებში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი