ახალი ამბები

“უკვდავი პოლკის” მსვლელობა ვაკის პარკში [ფოტო/ვიდეო]

9 მაისი, 2017 • 3746
“უკვდავი პოლკის” მსვლელობა ვაკის პარკში [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავის აღსანიშნავად თბილისში, ვაკის პარკში, პირველად გამართეს მსვლელობა “უკვდავი პოლკის”  წარმომადგენლებმა. საქართველოში უკვდავი პოლკის მსვლელობას ორგანიზება გაუწიეს რევაზ გოგიძემ და ტრისტან წითელაშვილმა. როგორც ისინი აცხადებდნენ, შეკრება აპოლიტიკური ხასიათის იყო.

“უკვდავი პოლკის” სახელწოდებით რუსეთის ფედერაციასა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში “გამარჯვების დღე” მსვლელობით აღინიშნება. ამ დღეს მსვლელობის მონაწილეები ტრანსპარანტებითა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ახლობლებისა და ოჯახის წევრების ფოტოებით კოლონად გადაადგილდებიან.

“უკვდავი პოლკის” აქცია 2012 წელს რუსი ჟურნალისტების მიერ იყო ინიცირებული და ოფიციალური ინფორმაციით, არაკომერციულ და არაპოლიტიკურ მოძრაობად მიიჩნევა, თუმცა, მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

რევაზ გოგიძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ “საქართველოს უკვდავი პოლკის” შესახებ მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა და მას პირდაპირი კავშირი არ აქვს რუსულ “უკვდავ პოლკთან”. მან მოძრაობა თებერვალში შექმნა. გოგიძემ გამორიცხა სავარაუდო კავშირი დაგეგმილი პროვოკაციის თაობაზე.

“ეს შეიძლება დაიწყოს რუსეთში, ეს შეიძლება დაიწყოს ზამბიაში, შეიძლება დაიწყოს სადმე. უბრალოდ, ამ შემთხვევაში აზრი იყო ძალიან კარგი, ამიტომ მთელმა მსოფლიომ აიტაცა და საქართველო დარჩა გაღმა. უკვე მერამდენე წელია ეს აქციები ტარდება ამერიკაში, იაპონიაში, კუვეიტში და სხვა ქვეყნებში.

არანაირი პრორუსულობა არ არის ჩვენს მოძროაბაში და როდესაც ვიხსენიებთ ჩვენს დაღუპულ გმირებს და ვისაც ერევა პრორუსულობა, პროქართულობა და საერთოდ ქართველობა, შეიძლება ფსიქიატრს მიაკითხონ.”

მსვლელობის მონაწილეების ნაწილი აცხადებდა, რომ “უკვდავი პოლკის” ინიციატივის შესახებ ინტერნეტით შეიტყვეს. იყვნენ ისეთებიც, ვინც მემორიალთან პატივის მისაგებად მოვიდნენ და შემდეგ გადაწყვიტეს, მსვლელობაში მონაწილეობა მიეღოთ. ისინი ვაკის პარკის შესასვლელთან შეიკრიბნენ, ომში გარდაცვლილი ნათესავების ფოტოებით გაიარეს პარკი და უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

"საქართველოს უკვდავი პოლკის" ორგანიზებით ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად აქცია-მსლელობა მოეწყო 09.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“საქართველოს უკვდავი პოლკის” ორგანიზებით ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად აქცია-მსლელობა მოეწყო 09.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“საქართველოს უკვდავი პოლკის” ხელმძღვანელი 09.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

"საქართველოს უკვდავი პოლკის" ორგანიზებით ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად აქცია-მსლელობა მოეწყო 09.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“საქართველოს უკვდავი პოლკის” ორგანიზებით ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად აქცია-მსლელობა მოეწყო 09.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ტრისტან წითელაშვილი და უკვდავი პოლკის სხვა წარმომადგენლები ვაკის პარკში. 9.05.2017. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი