ახალი ამბები

რადაში ნაციზმზე გამარჯვების დღის 8 მაისს გადატანის ინიციატივით გამოდიან

19 აპრილი, 2022 •
რადაში ნაციზმზე გამარჯვების დღის 8 მაისს გადატანის ინიციატივით გამოდიან

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ნაციზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღნიშნავენ.

კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ 8 მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ. კანონპროექტის ავტორები რეკომენდაციას უწევენ პრეზიდენტს, შეცვალოს განკარგულებები, რომლებიც საშუალებას მისცემს უკრაინას, 9 მაისს ევროპის დღე აღნიშნოს.

„უკრაინამ, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, 8 მაისს უნდა იზეიმოს ნაციზმზე გამარჯვების დღე, ხოლო 9 მაისს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად ევროპის დღე აღნიშნოს“, — ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანდართულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ნაციზმზე გამარჯვება მეორე მსოფლიო ომში (1939-1945 წწ.) ევროპის ქვეყნებში აღინიშნება 8 მაისს – ნაცისტური გერმანიის დანებების დღეს.

უკრაინული გამოცემა korrespondent.net-ის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, აღდგომის, შრომისა და გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დამატებითი არდადეგები გაუქმდა — 25 აპრილი, 2 მაისი და 9 მაისი სამუშაო დღეები იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი