საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცეპრეზიდენტ მაიკლ პენსს შეხვდა. შეხვედრას კვირიკაშვილი პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ აშშ განაგრძნობს საქართველოს მხარდაჭერას ყველა მიმართულებით.
“ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-თან პარტნიორობის გაღრმავების კუთხით ყველა მიმართულებით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. გვქონდა საუბარი ყველა მიმართულებით ურთიერთობებზე. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, ეს არის კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მომავალი მხარდაჭერა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომელიც გაგრძელდა შემდგომ პრეზიდენტთან შეხვედრით. პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში.” – აცხადებს პრემიერი.
”პატივი მქონდა თეთრ სახლში მიმეღო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცეპრეზიდენტთან ერთად,”- წერს აშშ-ის პრეზიდენტი ტვიტერში.
Honored to welcome Georgia Prime Minister, Giorgi Kvirikashvili to the @WhiteHouse today with @VP Mike Pence. https://t.co/EAPvsrbrUO pic.twitter.com/FnKkuWLFDp
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) May 8, 2017
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან ვიცეპრემიერისგან მიწვევა თებერვალში მიიღო.