ახალი ამბები

საქართველოში სამი ფონდი დაიწყებს ფუნქციონირებს

5 თებერვალი, 2013 • 1432
საქართველოში სამი ფონდი დაიწყებს ფუნქციონირებს

ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

ივანიშვილის თქმით, საქართველოს სუვერენული ფონდის პარტნიორი JP Morgan-ი იქნება. საქართველოს პრემიერი JP Morgan Chase & Co-ში, მისივე დეკლარაციის მიხედვით, 425 600 აშშ დოლარის ღირებულების აქციების მფლობელია.

“სუვერენული ფონდი დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში საინვესტიციო პროექტების შემოსვლას,” – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, კიდევ ერთი 2-მილიარდიანი ფონდი, რომელიც საქართველოში შეიქმნება, ეს არის კერძო საინვესტიციო ფონდი:

“ეს გახლდათ ჩემი იდეა ოდესღაც, ძველი, ახლა აღვადგინეთ და ვაფუძნებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ეს ფონდი ყველა რენტაბელურ პროექტს გაუწევს 25-დან 75%-მდე თანადაფინანსებას, რომელიც საქართველოში განხორციელდება.

მესამე ფონდი, რომლის შესახებაც დღეს, 5 თებერვალს, “შერატონ მეტეხში” გამართული პრესკონფერენციის დროს ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეს არის საქართველოს ახალგაზრდული ფონდი, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერების ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი