ახალი ამბები

ხეხილსანერგე მეურნებობაში 3000 კვ.მ ნაკვეთის მისაკუთრების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

8 მაისი, 2017 • 2280
ხეხილსანერგე მეურნებობაში 3000 კვ.მ ნაკვეთის მისაკუთრების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილი დიდი ოდენობით სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა.

გამოძიების ცნობით, 2015 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება – ჩაბარების აქტების საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 301 421 ლარის ღირებულის 3 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა პირზე ეტაპობრივად გაასხვისეს.

ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს საქართველოს სსკ – ის 180 – ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა /გამოვლენის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი