როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული “საქნახშირის” ტერიტორიიდან სისტემატურად, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა ასაფეთქებელ საშუალებებს, რომლებსაც აღნიშნულ საწარმოში ასაფეთქებელი სამუშაოებისათვის იყენებდნენ. სამართადამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც 23 კგ. ფეთქებადი საშუალება -ამონიტის კოჭა და 7 კგ. ამონალის ფხვნილი ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





