ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორივე მათგანი დაკითხვაზე დროულად გამოცხადდა, დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

 

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე 3 საათია მიმდინარეობს თბილისის მერის მოადგილის ტარიელ ხიზანეიშვილის დაკითხვაც.

 

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება თბილისის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავაც.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *