ამერიკის რეჟისორთა გილდიის ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთის ბენ აფლეკს გადაეცა, ფილმისთის “არგო“. ამავე კატეგორიაში წარდგენილი იყო კეტრინ ბიგელოუ ფილმისთვსი ” Zero Dark Thirty“, ბიგელოუ პირველი ქალი რეჟისორია, რომელმაც ოსკარი მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის 2010 წელს, ფილმისთვის “The Hurt Locker“.
რეჟისორთა გილდიაზე წარდგენილი იყო ასევე ტომ ჰუპერის მიუზიკლი Les Misérables. ჰუპერს ამერიკის რეჟისორთა გილდიის ჯილდო და ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის მიღებული აქვს ფილმისთის “მეფის სიტყვა” 2011 წელს.
რეჟისორთა გილდიის კიდევ ერთი ნომინანტი გახლდათ ენგ ლი ფიმით “პის ცხოვრება“. ლის ოსკარი და რეჟისორთა გილდიის მთავარი ჯილდო მიღებული აქვს 2006 წელს ფილმისთის “კუზიანი მთა“. რეჟისორმა გილდიის ჯილდო მიიღო 2001 წელსაც ფილმისთვის “ჩასაფრებული ვეფხვი; დამალული დრაკონი“, თუმცა ეს ფილმი ოსკარის დაჯილდოებაზე მხოლოდ ნომინაციით დაკმაყოფილდა.
ბოლო რეჟისორი, რომელიც რეჟისორთა გილდიის ჯილდოს კანდიდატი გახლდათ, არის სტივენ სპილბერგი ფილმისთვის “ლინკოლნი“. სპილბერგს ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთის ორჯერ აქვს მიღებლი, 1994 წელს ფილმისთვის “შინდლერის სია” და 1999 წელს ფილმისთის “Saving Private Ryan“. რაც შეეხება რეჟისორთა გილდიას, ზემოთ აღნიშნული ორი ფილმის გარდა, მას ჯილდო მიღებული აქვს 1985 წელს ფილმისთვის “ The color Purple“
ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალი 24 თებერვალს გაიმართება, ნომინაციები საუკეთესო რეჟისურისთის კი შემდეგნაირად გამოიყურება:
Michael Haneke – Amour (2012)
Ang Lee – Life of Pi (2012)
David O. Russell – Silver Linings Playbook (2012)
Steven Spielberg –Lincoln (2012)
Benh Zeitlin – Beasts of the Southern Wild (2012)





