ახალი ამბები

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

4 მაისი, 2017 •
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცოლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისში გუშინ ღამით ქალი მოკლეს. როგორც დაბა თამარისში ბოლნისის გამგებლის წარმომადგენელმა, ალი გურბანოვმა “ნეტგაზეთს” უთხრა – მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილი ქალის ქმარია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი