პრეზიდენტის თქმით, “დელტას” ხელმძღვანელობა დღეს ბევრს მუშაობს წარმოების დახვეწაზე და მთავარია, სრული მოცულობით აღდგეს წარმოება, სრული მოცულობით გაგრძელდეს შეკვეთები და, რაც მთავარია, მთავრობამ იშვილოს ქარხანა.
“არავის ჯიბრზე არ უნდა კეთდებოდეს რამე. ჩემი მთავრობის დროს დავაყენეთ ეს ქარხანა ფეხზე. ჩემს ჯინაზე კი არ უნდა კეთდებოდეს, არამედ პირიქით. ახალი შეკვეთები უნდა გააკეთოს, განავითაროს და თქვას, რომ სააკაშვილის მთავრობის დროზე უკეთესი გამოვიდა. ყველაფერი უკეთესობისკენ უნდა წავიდეს და არა გაუარესებისკენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა “დელტაში” მომუშავე პერსონალს, რომ შეინარჩუნეს საწარმო. პრეზიდენტი მათ დაჰპირდა, რომ რამდენიმე თვეში ისევ მივა “დელტაში”, განახლებულ წარმოებას ნახავს და დანაპირებს გადასინჯავს. მისივე თქმით, წარმოების ნაწილი ახლა იმიტომ არის შეჩერებული, რომ შემდეგ დასაქმებულებს ხელფასები მოემატოთ.
