“საერთო სასამართლოების შესახებ კანონზეც დეტალურად ვისაუბრეთ. მას ჰქონდა საკმაოდ საფუძვლიანი წარმოდგენა ამ კანონთან

დაკავშირებით. უმრავლესობა მისი დებულებების არის იმ სტანდარტებთან, რომელიც მიღებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. თუმცა ბატონი ბუკიკიო არ არის ვენეციის კომისია, ის არის მხოლოდ მისი პრეზიდენტი. ერთი კვირის შემდეგ ჩამობრძნდებიან უშუალოდ ის ექსპერტები, რომელებიც მუშაობენ ამ კანონპროექტის შესახებ დასკვნის მომზადებაზე და 8 მარტს იქნება მიღებული საბოლოო დასკვნა ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ პირველი მოსმენით მღებული კანონპროექტის განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნამდე შეჩერებულია. დაველოდებით ექსპერტების ჩამოსვლას, ვნახავთ, რა კითხვები აქვთ, რა მოსაზრებები და ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. თავად ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
დავით უსუფაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტს დაპირდა, რომ საქართველოს ხელისუფლება კომისიასთან მჭიდროდ ითანამშრომლებს და მიიღებს მათ რეკომენდაციებს მნიშვნელოვან საკითხებზე.
“რაც შეეხება სხვა თემებს, მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ გვაქვს გეგმა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის, რომელმაც უნდა იმუშავოს ფუნდამენტურ საკითხებზე. მე მას ვუთხარი, რა ფორმატით უნდა ვიმუშავოთ და ის ძალიან კმაყოფილი დარჩა, როცა ავუხსენი, რომ ჩვენ ამ პროცესში ჩავრთავთ არა მხოლოდ საპარლამენტო ძალებს, არამედ პარლამენტს გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადობრივ ორგანიზაციებს და თავად ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს. ასე რომ, იმედია ეს პროცესი მალე დაიწყება. შემდეგი მიმართულებაა საარჩვნო საკითხები, რომელზეც ინტერფრაქციული ჯგუფი უკვე თებერვლის დასაწყისში შეიქმნება პარლამენტში და ამის შესახებ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან გქვონდა საუბარი. ამ საკითხებშიც იქნება ვენეციის კომისია ჩართული. მე მას დავპირდი, რომ დამთავრდება ის პრაქტიკა, როცა საქართველოს ხელსიუფლება გადაწყვეტილებებს იღებდა ხოლმე ვენეციის კომისიის დასკვნის მიღებამდე. თქვენ კარგად გახსოვთ ერთ–ერთი ბოლო სცენა, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონით საუბრობდა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან და გვამცნო, რომ, აი, ვენეციის კომისიამ დაადასტურა ის, რაც ჩვენ უკვე მივიღეთ. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და ჩვენ სრულად უნდა გამოვიყენოთ მათი რეკომენდაციები”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ჯანი ბუკიკიო დღეს ასევე შეხვდება საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს.