ახალი ამბები

თბილისიდან მოსკოვში 7- კაციანი დელეგაცია 3 თებერვალს ჩავა

29 იანვარი, 2013 • • 1033
თბილისიდან მოსკოვში 7- კაციანი დელეგაცია 3 თებერვალს ჩავა

სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის განცხადებით, დელეგაცია საქართველოდან მოსკოვში 3 თებერვალს გაემგზავრება.  მხარეების შეხვედრა 4 თებერვალს არის დაგეგმილი.

დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე

“დელეგაციის შემადგენლობაში მე არ ვიქნები. საქართველოდან მოსკოვში მოლაპარაკებებზე 7 ადამიანი გაემგზავრება. მათ შორის- სანიტარული სამსახურის უფროსი, საინვესტიციო სააგენტოს და კერძო სექტორის წარმოამდგენლები. ეს არის ტექნიკური დეტალების მოგვარების ჯგუფი. ისინი რუსეთის სანიტარული სამსახურის უფროსს გენადი ონიშენკოს შეხვდებიან.”

 

რუსეთმა ქართულ ღვინოს ემბარგო 2006 წლის შემოდგომაზე დაადო. 2007 წლიდან კი რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი