ახალი ამბები

გურამ კაშიას “ვიტესი” ჰოლანდიის თასის მფლობელია

30 აპრილი, 2017 • 3422
გურამ კაშიას “ვიტესი” ჰოლანდიის თასის მფლობელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი და არნემის “ალკმაარის” კაპიტანი, გურამ კაშია ჰოლანდიის თასის მფლობელია. თასის ფინალში “ვიტესმა” ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “ალკმაარი” დაამარცხა, ანგარიშით 2:0.

ქართველმა ფეხბურთელმა თასის ფინალში კაპიტნის სამკლაურით შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ორივე გოლი მეორე ტაიმის მიწურულს “ვიტესის” თავდამსხმელმა რიკი ვან ვოლფსვინკელმა გაიტანა.

გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია აღმართავს ჰოლანდიის თასს. 30.04.2017. © CC

გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია აღმართავს ჰოლანდიის თასს. 30.04.2017. © CC

ეს კაშიას პირველი ტიტულია ჰოლანდიურ კლუბში, რითაც მისმა გუნდმა უეფას ევროპის ლიგის გათამაშების საგზურიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ “ვიტესი” ჰოლანდიის თასის ფინალში სხვადასხვა დროს სამჯერ იყო გასული, თუმცა აქამდე ეს ტიტული არ ჰქონდა მოგებული.

ჰოლანდიის თასი ყველაზე მეტჯერ (18) ამსტერდამის “აიაქსს” აქვს მოგებული, გასულ წელს კი თასის მფლობელი როტერდამის “ფეინოორდი” გახდა.

გურამ კაშიას პირდაპირი ეთერი “ფეისბუკზე” გამარჯვების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი