ახალი ამბები

კალაძე: მაინტერესებს, რატომ დაევალა ‘ნიუ-ენერჯის’ 42 მილიონიანი პროექტის განხორციელება

29 იანვარი, 2013 •
კალაძე: მაინტერესებს, რატომ დაევალა ‘ნიუ-ენერჯის’ 42 მილიონიანი პროექტის განხორციელება

“ჩემი დანიშვნის დღიდან მე ვთქვი, რომ ყველა მემორანდუმი, რომელიც ჩემამდე არის გაფორმებული, აუცილებლად გადაიხედებოდა. ახლა საუბარია სვანეთში, კერძოდ, მესტიაში მაღალი ძაბვის ელექტროხაზის და ქვესადგურის პროექტის განხორციელების პროექტზე, რომელიც ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით 2011 წელს დაიწყო. მისი ბიუჯეტი 42 მილიონ ლარს შეადგენდა. ჩვენს ხელთ არსებული მასალებით გამოიკვეთა, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს,”-ამბობს მინისტრი.


კალაძის განცხადებით, პროექტი “ნიუ ენერჯის” სახელმწიფოს დაკვეთით უნდა შეესრულებინა:


“როცა კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა, მას ამ დროისთვის ჰქონდა 9 მილიონლარიანი დავალება  სახელწმიფოს წინაშე. კომპანიის ქონების ნაწილი იყო დაყადაღებული და ნაწილი ბანკში ჩადებული. მეც და საზოგადოებასაც გვაინტერესებს, თუ რატომ დაევლა ამ კომპანიას 42- მილიონიანი პროექტის განხორციელება,”- აცხადებს კალაძე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი