ახალი ამბები

ანონსი: 29 აპრილი

28 აპრილი, 2017 • 2335
ანონსი: 29 აპრილი

ნეტგაზეთი გთავაზობთ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა – ხელისუფლებაში ნეპოტიზმის ახალი ფაქტები.

12:00 სთ-ზე, ვაკეში მრგვალ ბაღთან გაიმართება აქცია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“. ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, მოხალისეებთან ერთად ამორმჩევლებს შეხვდებიან და მიაწვდიან ინფორმაციას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

12.00 საათზე თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, დედამიწის დღის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მცენარეების დარგვა, ჰერბარიუმის მოწყობა, ჩანახატების მომზადება, შემეცნებითი ტური და მუსიკალური ნომრები. მისამართი: თბილისი, ბოტანიკურის N1 (საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი). საკონტაქტო პირი – ხატია ციქობაძე (558484748).

13:00 საათზე, სამოქალაქო – სამხედრო ურთიერთობების ცენტრი ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პრეზენტაციას გამართავს. თემა: სამხედრო პოლიციის რეპორმა. საკონტაქტო პირი – ირაკლი ლექვინაძე ტელ: 557 311 450

მასალების გადაბეჭდვის წესი