ახალი ამბები

თბილისის მერიასთან მძღოლების აქცია მიმდინარეობს

28 იანვარი, 2013 • 1129
თბილისის მერიასთან მძღოლების აქცია მიმდინარეობს

მძღოლების თქმით, თუკი ამ კონკურსის შედეგები გაუქმდება და ხაზები გადაუფორმდება მძღოლებს, შესაძლებელი იქნება მგზავრობის ღირებულების გაიაფება და მათი სამუშაო პირობებიც გაუმჯობესდება. ისინი აცხადებენ, რომ ყოველდღიურად 80 ლარის გადახდა უწევთ და თითქმის არაფერი რჩებათ.

 

თბილისის მერიიდან მძღოლების აქციას ჯერ არავინ გამოხმაურებია და არც მათთან შესახვედრად გამოსულა ვინმე შენობიდან.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა პროტესტის ნიშნად გაფიცვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. თავდაპირველად მათ ჰქონდათ ოთხპუნქტიანი მოთხოვნა – მძღოლის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმება, გეგმების (საგზურის გადასახადის) შემცირება, მიკროავტობუსების გეგმიური ტექნიკური მომსახურების წარმოება მძღოლებისათვის სასურველ ადგილას, გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე აღდგენა – რომლის გარშემოც მძღოლებსა და “თბილისის მიკროავტობუსის” ხელმძღვანელობას შორის გუშინ გაიმართა შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი