ახალი ამბები

ანონსი – 28 აპრილი

27 აპრილი, 2017 • 1928
ანონსი – 28 აპრილი

გთავაზობთ, 28 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


09:30 – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ყოველწლიური მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება;


10:00 – “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება. თემა – ექსკლუზიური ინფორმაცია ურბანულ პრობლემასთან დაკავშირებით;


11:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლებთან. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი”, დიდი საკონფერენციო დარბაზი;


11:00 – საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება ფუნიკულიორზე;


11:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა;


11:00 – საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი: საქართველოში გადახდისუუნარობის სისტემის ხარვეზები და რეფორმის საჭიროება. თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)


12:00 – პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმტორების“ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი პრესკონფერენციას გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში;


12:00 –  სასტუმრო Rooms-ში გაიმართება თბილისის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობას ეკონომისტები, უბრანისტები, არქიტექტორები და თემით დაინტერესებული სხვა 20-მდე ექსპერტი მიიღებს;


12:00 – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ტოშიო კაიტანისთან ერთად გრანტის ფარგლებში რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის გადაცემულ სამედიცინო ინვენტარს დაათვალიერებს. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, თბილისი (ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი)


13:00 – კვლევის „არჩევნები და საჯარო ფინანსების მართვა“ პრეზენტაცია რესტორანში ლოლიტა, საკონფერენციო სივრცე;


13:00 – პოლიტიკური გაერთიანება „ქართული იდეის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში;


13:30 – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი პრესკონფერენციას გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში;


13:30 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა;


13:45 – კონსტიტუციური დაცვის ლიგის თავმჯდომარე ბაკურ გულუა პრესკონფერენციას გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში;


15:30 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა;


16:00 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა;


16:00 – აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა;


16:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა;


16:40 – ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. იორდანიული დაბალბიუჯეტიანი (Low-cost) ავიაკომპანია „Air Arabia Jordan“ ამანი-თბილისი-ამანის მიმართულებით სეზონურ ფრენას იწყებს


19:30 -, გალერეა ‘ნექტარში’ გაიმართება ხელოვანების – ნადა გამბიერი (ფინლანდია/ბელგია), მარკ ეტჩელი (დიდი ბრიტანეთი) და თომას კაზებახერი (ავსტრია) პროექტის “ქალაქის ხმა” არაფორმალური პრეზენტაცია;

 

მასალების გადაბეჭდვის წესი