ახალი ამბები

გურჯაანში მანქანის დაჯახების შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა

27 აპრილი, 2017 • 2528
გურჯაანში მანქანის დაჯახების შედეგად 10 წლის ბავშვი დაიღუპა

გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. დაჯახების შედეგად ბავშვი მძიმედ დაშავდა და  საავადმყოფოში გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, შეტყობინება 08:36 საათზე დაფიქსირდა. ეკიპაჟი ადგილზე 4 წუთში მივიდა, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვეღარ მოხდა, რადგან მას მძიმე მრავლობითი სახის მოტეხილობები ჰქონდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი