ახალი ამბები

ანონსი – 27 აპრილი

26 აპრილი, 2017 • 2227
ანონსი – 27 აპრილი

წარმოგიდგენთ 27 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

09:45 საათზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხებზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონალური კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება. მისამართი: სასტუმრო ქორთიარდ მერიოტი-თავისუფლების მოედანი N4. საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი – 558240770.

10:30 საათზე, “მძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში ფადი ასლის პრობლემებთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: ორთაჭალა, გულიას N1.

11:00 საათზე, სასტუმრო „რუმს“-ში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით, აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე მრგვალი მაგიდა გამართება რომელსაც მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები დაესწრებიან.

11:00 საათზე, „პირველის“ პრესკლუბში პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: წითელაშვილი სამხედრო სავალდებულო გაწვევის წინააღმდეგ პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” ახალ ინიციატივაზე განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის გამზირი N116, “დიდუბე პლაზას” მეორე სართული. საკონტაქტო პირი: თამთა კალანდძე – 595037722.

14:00 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, უკრაინის სახელმწიფო კინოკომიტეტის ხელმღვანელი ფილიპ ილიენკო, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი იულია სინკევიჩი, ღონისძიების ორგანიზატორი მარია მოსკალენკო, რეჟისორი ტარას ტკაჩენკო და მსახიობი რიმა ზიუბინა დაესწრებიან. მისამართი: ზ. გამსახურდიას სანაპირო N4.

თბილისის ტურიზმის გამოფენაზე თურქეთის ტურიზმის და კულტურის საკონსულო მეზობელ საქართველოს საკუთარი კულტურისა და ხელოვნების ნიმუშებს გააცნობს.

14:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე “საქართველოში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, როგორც ეკონომიკური აღორძინების საფუძველი”.  მისამართი: აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555908977.

16:00-დან 18:00 საათამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდი” საქართველოში მეექვსედ გამართავს ყოველწლიურ გამოფენა-ფორუმს. ღონისძიების მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი იარაღი და ასევე ხელი შეუწყოს ახალგაზრდებისა და მოქალაქეების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობას. მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზ. N116 დიდუბე პლაზა, 4 სართული.

18:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული კომპანიის „ქნიქის“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების მიზანია, დაინტერესებული პირები, სამთავრობო სტრუქტურები თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ ახალ ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს. პრეზენტაციაზე სტუმრები მოისმენენ პროდუქტის შექმნის ისტორიას – როგორ გაჩნდა, დაიხვეწა იდეა და განვითარების რა ეტაპზეა დღეს კომპანია.

19:00 საათზე, მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გამოვლინდება. ჟიური, რომლის საქმიანობაც კონფიდენციალური იყო, 5 ნომინაციაში დაასახელებს პრემიის ლაურეატებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი