ახალი ამბები

ცეზარ ჩოჩელის საქმის დეტალები

26 იანვარი, 2013 • 1717
ცეზარ ჩოჩელის საქმის დეტალები
საგამოძიებო ორგანოს პრესსამსახურის ცნობით, ცეზარ ჩოჩელს, როგორც საჯარო მოხელეს, კანონმდებლობით ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობა და საწარმოს მართვაში მონაწილეობა. მიუხედავად აკრძალვისა, იგი ფაქტიურად ხელმძღვანელობდა შპს „ნიუ ენერჯის,“ მფარველობას უწევდა და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. აღნიშნული საქმიანობის სანაცვლოდ  ღებულობდა  დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს.


როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, 2009 წლის ნოემბერში შპს „ნიუ ენერჯის“ ცეზარ ჩოჩელმა

ცეზარ ჩოჩელი, ფოტო:კახეთის საინფორმაციო ცენტრი
ცეზარ ჩოჩელი, ფოტო:კახეთის საინფორმაციო ცენტრი

მოსთხოვა, რომ სხვადასხვა პროექტების განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავლები გადაერიცხა შპს „ბერტას“ საბანკო ანგარიშზე, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელიც მისი ძმა იაგო ჩოჩელი იყო,  თუმცა, ფაქტიურად, ამ ფირმას მართავდა ცეზარ ჩოჩელი. „ნიუ ენერჯიმ“ ცეზარ ჩოჩელის უკანონო მოთხოვნა დააკმაყოფილა და შპს „ბერტაში“ ეტაპობრივად გადარიცხა თანხა  5 360 000  ლარის ოდენობით. 

 
 
“2010 წლის ზაფხულში ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე  შპს „ნიუ ენერჯიმ“   ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში, სოფელ დიღომში, ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა. გამოძიების მიერ მტკიცებულებების შეფასებისა და საერთო ანალიზის საფუძველზე, ცეზარ ჩოჩელის უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა  5 421 845 ლარი შეადგინა.  უკანონო სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები მას არ აუსახავს   საჯარო მოხელის ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციაში. საქმის გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.


ცეზარ ჩოჩელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი