ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, ვიდეორეფერის სისტემით ჩატარდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გამოცემა იტყობინება, მთავარი მსაჯის დამხმარე ვიდეორეფერი თამაშგარე მდგომარეობებს, წითელი ბარათების მიზეზებს, შეცდომით მიღებულ ბარათებსა და პენალტების დანიშვნა/არდანიშვნას გააკონტროლებს.
“ჩვენ ვიდეორეფერი უნდა გამოვიყენოთ მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან მსაჯობის მხრივ არ გვაქვს დადებითი გამოხმაურებები,” – ამბობს ჯანი ინფანტინო.
ვიდეორეფერის სისტემა გასული წლის დეკემბერში იაპონიაში გამართულ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე დაიტესტა. მიმდინარე წლის მარტში ვიდეორეფერის სისტემა ასევე გამოიყენეს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, ხოლო მანამდე, გასული წლის სექტემბერში, იტალიაშიც დაიტესტა – საფრანგეთსა და იტალიას შორის ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში.
სისტემა ასევე გამოიცადა რამდენიმე შიდა ჩემპიონატში – მაგალითად, მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ავსტრალიის A ლიგაში. აგვისტოში შეიძლება ვიდეორეფერი ვიხილოთ ინგლისურ ფეხბურთშიც , მანამდე კი დაგეგმილია საფეხბურთო კანონმდებლობის შეცვლაზე განხივლები.
ფიფა თავდაპირველად აცხადებდა, რომ იანვარში ეს ტექნოლოგია შეიძლება გამოეცადათ FA Cup-ის (ინგლისის თასის) გათამაშებაში, თუმცა ამის დაწყების თარიღი EFL Cup-ის (ინგლისის საგ~ფეხბურთო ლიგის თასი) პირველი რაუნდისთვის გადაიტანეს.