ახალი ამბები

მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაფიცულია

25 იანვარი, 2013 •
მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი გაფიცულია

როგორც “თბილისის მიკროავტობუსში” აცხადებენ, ეს არ არის მძღოლების გაფიცვა და ეს მათი გარკვეული ნაწილის მხრიდან მოწყობილი პროვოკაციაა:

“გარკვეული მძღოლების ჯგუფმა ჩახერგა გლდანის ავტოსადგომის შესასვლელი და მძღოლები, რომლებმაც მოასწრეს მოასმიკროავტობუსების გამოყვანა, ისინი გავიდნენ ხაზზე, ხოლო ვინც ვერ მოასწრო, ავტოპარკში დარჩნენ. ეს არის რაღაც გარკვეული ჯგუფი, იყო შემთხვევები, როდესაც ეს ჯგუფი სხვა მძღოლებს აგულიანებდა და მათ შუა გზიდან ჩამოსვეს მგზავრები. ისინი გადასახადების შემცირებას ითხოვენ და ეს გადასახადები მძღოლებს უწესდებათ მათივე მოთხოვნით ყოველდღიური ქრონომეტრაჟის ჩატარების შედეგად. მოლაპარაკება მათთან მიმდინარეობს. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს თბილისის მოსახლეობას გადაადგილება გაუჭირდება და კომპანია აუცილებლად მოიხდის ბოდიშს”, – განაცხადეს “თბილისის მიკროავტობუსში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი