ახალი ამბები

ანონსი – 26 აპრილი

25 აპრილი, 2017 • 1652
ანონსი – 26 აპრილი
09:30 საათზე სასტუმრო ამბასადორში  ამერიკის შეერთებული შტატების  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) საქართველოში“ გამართავს ტრანსპორტის და ლოგისტიკის სემინარს კავკასიის სატრანზიტო დერეფნის (CTC) კონკურენტუნარიანობის ძირითადი ფაქტორებისა და ახალი შესაძლებლობების განხილვის მიზნით. მისამართი : იოანე შავთელის ქუჩა #17.
10:00 საათზე „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევს ინსტიტუტი“ 26 აპრილს, 10 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართავს კონფერენციას სახელწოდებით: „შერიგების პოლიტიკა ახალი გამოწვევების ფონზე.”
11:00 საათზე, „პირველის“ პრესკლუბში უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: პარლამენტის საკონსტუტიციო კომისიის მუშაობის დასრულება, რომელიც მორგებულია ერთ პარტიაზე. მისამართი: წერეთლის გამზირი 116 “დიდუბე პლაზა” მეორე სართული. საკონტაქტო პირი: თამთა კალანდაძე, ტელ:595037722.
12:00 საათზე  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრების  სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებ შეხვდებიან. შეხვედრის თემა: „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, ღვინის ექსპორტის ზრდა და დარგში მიმდინარე პროექტები.
19:00საათზე  „ადმიანის უფლებების სწავლებისა და  მონიტორინგის ცენტრი (EMC)”  მართავს საჯარო დისკუსიას თემაზე – საპოლიციო პრევენციის სისტემა და ადამიანის უფლებები.  ადგილი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ჭოველიძის ქ.10
საკონტაქტო პირი: ელენე ხარაზაშვილი, ტელ 577 29 10 03. მისამართი: თბილისი, საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯიას” მე-3 პავილიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი