ახალი ამბები

ზაალ ჩიქობავა რუსთაველის თეატრის დატოვებას მასზე ზეწოლას უკავშირებს

24 იანვარი, 2013 • 1120
ზაალ ჩიქობავა რუსთაველის თეატრის დატოვებას მასზე ზეწოლას უკავშირებს

რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა თეატრის დატოვების მიზეზად კულტურის სამინისტროდან ზეწოლას ასახელებს. 

 

მისი თქმით, კულტურის სამინისტროდან პირდაპირ მიდიოდა დირექტივები, რომ ასპარეზი რობერტ სტურუასთვის დაეთმო და თეატრი დაეტოვებინა.  ჩიქობავა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, მისთვის კრიზის შექმნას, თეატრიდან წასვლა არჩია. 

 

ჩიქობავა ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში დაიწყო. 

 

” ღიად იყო საუბარი იმაზე, რომ ასპარეზი რობერტ სტურუასთვის დამეთმო და წამოვსულიყავი. ასეთ ვითარებაში ჩემთვის კრიზისის შექმნას, წამოსვლა ვამჯობინე,”- განაცხადა ზაალ ჩიქობავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

რუსთაველის თეატრის დატოვებას, ჩიქობავასთან ერთად, მისი მოადგილე მარინა საღარაძეც გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი