საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარი ლე პენი პარტიის “ეროვნული ფრონტი” ლიდერი აღარაა.
“ამ საღამოს გადავწყვიტე, “ეროვნული ფრონტის” პრეზიდენტის თანამდებობა დავტოვო. ამგვარად, პარტიულ ინტერესებზე მაღლა ვიქნები”, – განაცხადა ლე პენმა “France 2”-თან საუბრისას.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, რომელიც 23 აპრილს გაიმართა, ემანუელ მაკრონმა ხმების 23,8%, ხოლო ლე პენმა 21.7% მიიღო. საფრანგეთის პრეზიდენტის ვინაობა 7 მაისს, არჩევნები მეორე ტურში გაირკვევა.
ლე პენს არ დაუკონკრეტებია, მისი გადადგომა ხანმოკლეა თუ მუდმივი. მარი ლე პენი იმიგრაციის მკაცრი შემცირების, თავისუფალი ვაჭრობის შეწყვეტის, ევროპასთან საფრაგეთის ურთიერთობის შეკვეცის მომხრეა.