გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ვიცე- პრემიერის პოსტიდან გათავისუფლდა.
“ირაკლი გაგებით მოეკიდა იმას, რაც მოხდა. ეს არის ელემენტარული გაუგებრობა, რაც შეიძლება ნებისმიერ პოლიტიკოსს მოუვიდეს. მან ვიწრო წრეში დაიწყო განხილვა და არ წამოაყენა თავი პრეზიდენტად. ეს მოხდა ისე, როგორც ხდება საქართვლოში. ვიწრო ჯგუფში ნათქვამი, რამდენიმე კაცს უთხრა, გავიდა ეს და ამით დასრულდა. კიდევ ერთ სასაცილო ამბავსაც გეტყვით, ახალი პარტია მაქვს მხედველობაში, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, ჩვენ ვერ მოვახერხეთ თავის დროზე პარტიის ჩამოყალიბება, რეგიონებში ძირითადად კოალიციაში ვმუშაობდით, გადავერთევთ კოალიციურ რეჟიმზე მთლიანად. მეორე თვეა ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომ ელემენტარულად პარტია განვითარდეს და წარმომადგენლობები ჰქონდეს რეგიონებშიც. რაც მე საბჭოზე განვიხილე კოალიციის და ყველანი საქმის კურსში ჩავაყენე და ავუხსენი, რომ თავმჯდომარედ დავბრუნდები. ისიც შემეკითხნენ, რომ თავმჯდომარეობით, ასეთი ძლიერი განვითარებით არსებობს საფრთხე, რომ ჩვენ დავკარგოთ რეიტინგი. მე ვუთხარი, რომ ეს ზომიერი იქნება. ამ ზომაზეც კი ავუხსენი მე თვითონ, რომ ჩემი თავმჯდომარედ გადასვლა და რეგიონებში განვითარება იქნება ზომიერი. ეს არ იქნება ისე, რომ ხიბლი დაეკარგოს დანარჩენ პარტიას. ასე ფრთხილად ვიქცეოდი საკუთარი პარტიის განვითარებაზე. ირაკლის პატარა შეცდომა მოუვიდა. საკუთარ გუნდთან დაიწყო კანდიდატურის განხილვა და ერევანში უკვე ჟურნალისტი მეკითხებოდა ამაზე” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იგებენ შიგნით ნათქვამს ერთი კუთხით და როგორ გადის ეს გარეთ: “ოზურგეთში, მაგალითად, როცა პარტიულ ორგანიზაციებს ვნერგავთ, იქ პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ჩემი სტუდენტობის მეგობარი დავით დარჩია აურჩევიათ. ახალი პარტია მაქვს მხედველობაში. დავით დარჩია ჩამოვიდა თბილისში და სამი დღის წინ და მიყვება, რომ მასთან მივიდა პოლიციის უფროსი და უთხრა, რაღა გინდა ამ პარტიაში, ყველაფერი გადაწყვეტილია, ყველა პროცესი დასრულებულია, ირაკლი იქნება პრეზიდენტი და იმ გუნდში წამოდი. აი, დაახლოებით ასე, ელემენტარული გაუფრთხილებლობა, რაც ირაკლიმ გამოიჩინა, შიგნით განიხილებოდა და ვერ მოახერხა კოალიციაზე გამოტანა და ჩემთან შეთანხმება, ეს გუნდმა გაიტანა და სულ სხვანაირად გავრცელდა რეგიონებში.”
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ეს გაუგებრობა მოხდა:”ვიცე პრემიერობაც ისევ რეგიონებისათვის იყო გამოსადეგი. ხმაური რაც გავრცელდა ეს ხმაური ჩამთავრდეს და ირაკლისთვისაც ცუდი არაფერი არ იქნება ამაში თუ მეტ ყურადღებას გადაიტანს, თავდაცვის სამინისტროზე. ეს ძალიან სერიოზული სამინისტროა. ნატოსთვის ვემზადებით და ნატოს პროგრამებზე ვმუშაობთ აქტიურად. მას ბევრი სამუშაო აქვს. ის რომ ვიცე პრემიერის პოსტი დაკარგა ირაკლიმ ეს რეგიონებისთვის გასაგები იქნება, რომ ყველაფერი ნორმაში და ჯერ არავის არავინ არ აურჩევია. კოალიცია არის ერთიანი და ალასანია ჩვენი გუნდის წევრია”.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ვინ დაიკავებს ვიცეპრემიერის თანამდებობას, ჯერ არ უფიქრია:” კოალიციაში ნორმალურია და მოსალოდნელია გაუგებრობები. მთავარია რომ გავერკვეთ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთმანეთში ურთიერთობას. ირაკლი ალასანია გუნდშიც რჩება და კოალიციაშიც. ხდება გაუგებრობები და სჯობდა რომ არ მომხდარიყო. მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც წყენას ინარჩუნებს, სათქმლს ყველას პირდაპირ ვეტყვი.”