ახალი ამბები

ილია მეორე რუსეთზე: ჩვენ ვიყავით და დავრჩებით მეგობრებად

23 იანვარი, 2013 • • 2228
ილია მეორე რუსეთზე: ჩვენ ვიყავით და დავრჩებით მეგობრებად

“შევეხებით იმ საკითხებს, რომელიც აწუხებს ქართველ ხალხს და არა მარტო ქართველ ხალხს, ეს ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთსა და საქართველოს შორის, ეს არ არის ბუნებრივი და ნორმალური. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩიხიდან გამოვიყვანოთ ეს ურთიერთობები. მე მინდა ვთქვა, რომ ესეთივე სურვილი აქვს რუსეთს,  ჩვენ ვიყავით და დავრჩებით მეგობრებად”, – განაცხადა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა რუსეთსის დედაქალაქში.

ილია მეორემ აღნიშნული განცხადება წუხელ რუსეთის პატრიარქ კირილთან ერთად კრემლში არსებულ მიძინების ტაძარში ჩატარებული საღვთო ლიტურგიის ჩატარების შემდეგ გააკეთა. რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებმა ერთმანეთს საჩუქრები მიართვეს. ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს ხატები უსახსოვრა, თავად კი მისგან წმ. ალექსანდრე ნეველის სხეულის ნაწილები მიიღო.

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე რუსეთში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, კირილის მიწვევით რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. პატრიარქი მოსკოვში უმაღლესი რანგის საერო და სასულიერო პირებს შეხვდა.  “მართლმადიდებელი ხალხების ერთობის განმტკიცებაში გამორჩეული წვლილისა და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარებისთვის” რუსეთის პატრიარქმა კირილმა მას ჯილდო გადასცა.ილია მეორე საქართველოში 26 იანვარს დაბრუნდება.  

პატრიარქები ილია მეორე და კირილი
პატრიარქები ილია მეორე და კირილი

მასალების გადაბეჭდვის წესი