ახალი ამბები

თბილისი-აეროპორტის მიმართულებით მატარებლის რეისები შემცირდა

22 იანვარი, 2013 •
თბილისი-აეროპორტის მიმართულებით მატარებლის რეისები შემცირდა
23 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზის რეგიონული მიმოსვლის მატარებლების მოძრაობის განრიგის ოპტიმიზაციის ფარგლებში, თბილისი-აეროპორტის მიმართულებით რეისები დღეში ორჯერ, დილით და საღამოს შესრულდება.
 

აღნიშნულ მიმართულებაზე, არსებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, მატარებელი თბილისის ვაგზლიდან აეროპორტის მიმართულებით რეისს  07:55 სთ-ზე შეასრულებს, საპირისპირო მიმართულებით კი – 08:45 სთ-ზე.

 

საღამოს რეისი თბილისის ვაგზლიდან შესრულდება 17: 20 სთ-ზე, ხოლო აეროპორტის ვაგზლიდან – 18:05 სთ-ზე.

 

აქამდე თბილისი-აეროპორტის მიმართულებით დღეში 4 რეისი სრულდებოდა. ამავე რაოდენობის რეისები სრულდებოდა საპირისპირო მიმართულებით. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი