“მიზანი არის, რომ გავეცნოთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათგან მივიღოთ წინადადებები, მათი რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მათთან და ზოგადად, ჩვენ გვინდა, რომ ერთგვარად, ერთიანი ფრონტით გამოვიდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული,” – განაცხადა ნანუაშვილმა.
საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის თამარ ფაჩულიას თქმით, მსგავსი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია:
“ვფიქრობ, რომ შეხვედრა ძალიან მნიშნელოვანი იყო, რადგან აქ დაისახა რეკომენდაციები, რა ასპექტში შეიძლება გააქტიურდეს სახალხო დამცველი. როგორ შეიძლება ჩაერთონ ადგილობრივი არასამთავრობოები მუშაობის პროცესში. ვფიქრობ, რომ კოორდინირებული მუშაობისას შევძლებთ ადამიანების უფლებების დაცვის უზრუნვეყოფას.”
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ანალოგიურ შეხვედრას 23 იანვარს ზუდიდში, ხოლო 24 იანვარს ბათუმში გამართავს.
