ახალი ამბები

“ქართუ” კორპორაციულ ბაზარზე აქტიურდება

22 იანვარი, 2013 • • 1288
“ქართუ”  კორპორაციულ ბაზარზე აქტიურდება

ჯავახიშვილის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკი საცალო ბაზარზე სხვა ბანკების კონკურენტი აღარ იქნება: “ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბანკს საცალო ბაზარზე პროდუქტებს აღარ გამოიტანს და რომელიმე მომსახურებაზე უარს იტყვის. ჩვენ გავააქტიურებთ ურთიერთობას მსხვილ კლიენტურასთან. ბანკს არ ექენება წვრილი სამომხმარებლო სესხები.”

ბანკი ქართუ
ბანკი ქართუ

ორგანიზაციებს და რიგით მოქალაქეებს ბანკში ანგარიშის გახსნის და ანაბრის განთავსების საშუალება ექნებათ. “ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს ნიშაში, იქ, სადაც “ქართუ” ბანკი დაარსების დღიდან მუშაობდა.”

 

ეროვნული ბანკის სტატისტიკით, “ქართუ” ბანკმა  2012 წელი 75,3 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.

„ქართუ” საქართველოს საბანკო ბაზარზე 1998 წლიდან საქმიანობს. 2012 წლამდე ბანკი მხოლოდ იურიდიულ პირებს ემსახურებოდა. საცალო ბაზარზე საქმიანობა 2012 წელს დაიწყო.

 

“ქართუ” ბანკის აქციების 100 პროცენტის მფლობელი სს “ქართუ ჯგუფია”, რომელსაც 2012 წლის მაისიდან 11 უცხოური კომპანია წარმოადგენს. ბანკის ბენეფიციარებს შორის  არიან- უტა ივანიშვილი, რომელიც 8,25 პროცენტს ფლობს და მარინა ჯინჯიხაშვილი 9,05 პროცენტს. ბანკის დანარჩენი აქციები ათ არარეზიდენტზე ნაწილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი