“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარალელურად ვიცე–გუბერნატორი გოჩა თევდორაძე ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს  გუბაზ

მამუკა სიგუა
მამუკა სიგუა

სანიკიძეს გაურიგდა, რომ მას ლობირება გაეწია  ნაციონალური მოძრაობის ფავორიტი ბაკურ ბალანჩივაძისთვის ქუთაისის მერობის კანდიდატად. გუბაზ სანიკიძემ ბაკურ ბალანჩივაძე დაიბარა სახლში და ქართული ოცნების და საზოგადოების გვერდის ავლით აღუთქვა დახმარება“, – განუცხადა მამუკა სიუგუამ “ნეტგაზეთს”.

 

სიგუას თქმით, აღნიშნული გარიგების შესახებ “ქართულ ოცნებაში” არაფერი იციან. მისივე განცხადებით, “ისეთი ელემენტები, როგორიც გუბაზ სანიკიძეა, ვერანაირად ვერ შეძლებენ ქართული ოცნების კურსის შეცვლას.“ მამუკა სიგუა ასევე იხენებს წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს და ამბობს, რომ მისთვის სამარცხვინოა, როცა ადამიანი წინასაარჩევნოდ მილიონების შოვნაზე საუბრობდა, ახლა კი ფარულ გარიგებებს აწარმოებს საკუთარ სახლში.


სიგუა გუბაზ სანიკიძეს დებატებში იწვევს: „ის იურიდიული მტკიცებულებები, რაც გათვალისწიენბულია მოქმედი კანონმდებლობით, მე მაქვს და როცა საჭირო იქნება, გამოვიყენებ. თუ სანიკიძე უარყოფს ამას, მე მას მოვუწოდებ, დაჯდეს ჩემთან ერთად ნებისმიერ ეთერში და საზოგადოების წინაშე მე დავუსაბუთებ ყველაფერს“.

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებას, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა. დღეს ის “ქართული ოცნების” ყრილობაზეც არ იმყოფებოდა, მობილურ ტელეფონს კი არ ატარებს. რაც შეეხება იმერეთის ვიცე–გუბერნატორ გოჩა თევდორაძეს, ის აცხადებს, რომ დიდი ხანია გუბაზი არ უნახავს:

 

“შეხვედრა და მოლაპარაკება ჩემსა და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს შორის არ ყოფილა. არავითარი შეხვედრა და კონტაქტები ჩვენ წლების მანძილზე არ გვქონია, რაც შეეხება მერის ცვლილებას, ამას ჭირდება საკრებულოში სხვა ძალთა თანაფარდობა. ამდენად, რაიმე ცვლილება არ იგეგმება. ქალაქის მერი არის ბესიკ ბრეგაძე, რომელთანაც არავითარი პრეტენზია არ მაქვს და თანაც, ქალაქის მერის დანიშვნას წყვეტს ქუთაისის საკრებულო და არა გუბერნატორის მოადგილე“.

 

შეგახსენებთ, რომ ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის მერის თანამდებობაზე 8 ოქტომბერს დაინიშნა, მანამდე ვიცე–მერის თანამდებობას იკავებდა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *