ახალი ამბები

სააკაშვილი: ადეიშვილს კორუფციას ვერ დააბრალებ

17 იანვარი, 2013 •
სააკაშვილი: ადეიშვილს კორუფციას ვერ დააბრალებ

ჟურნალისტის კითხვას ზურაბ ადეიშვილისთვის ბრალის წაყენების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრისთვის ყველაფრის დაბრალება შეიძლება, კორუფციის გარდა.

 

“სასაცილო არის ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ტიპაჟი, რომელიც არსებობდა საგამოძიებო სისტემაში, თურმე არის ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც შეიძლება ყველაფერი დააბრალო მსოფლიოში, გარდა კორუფციისა. კი, მე არ მომწონდა რაღაცები, რასაც პროკურატურა აკეთებდა, მათ შორის მისი ზოგიერთი მოადგილე, რომელიც, სხვათა შორის, ეხლა აქტიურად თანამშრომლობს უკანონო რეკეტის სტრუქტურებთან, რომელიც მთავრობასთან მიახლოებულ წრეებში ჩამოყალიბდა. რაღაც გადაცდომები, ალბათ იყო, მე ამაზე თავს ვერ დავდებ. ვინც არ მუშაობს, ის შეცდომას არ უშვებს. ვინც არ აკეთებს, იმას ვერაფერს ვერ წამოაძახებ. მაგრამ კორუფციაზე წამოძახება უხერხულია,”- განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. 

 

შეგახსნებთ, რომ პრეზინდეტმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი