ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილის ხელისუფლება სიკვდილს თესავს

22 სექტემბერი, 2012 • 1150
ივანიშვილი: სააკაშვილის ხელისუფლება სიკვდილს თესავს

მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ 1 ოქტომბერს არჩევანი გააკეთონ სიკეთესა და ბოროტებას, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის:

 

“სააკაშვილის ხელისუფლება მოსვლის დღიდან სიკვდილს თესავს,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და მოსახლეობას მოუწოდა, გაიხსენონ “ქუჩაში დახვრეტილი ბიჭები”, გირგვლიანი, გამცემლიძე, ვაზაგაშვილი და სხვები, აგვისტოს ომში დაღუპულები, 2007 წლის ნოემბრისა და 2010 წლის 26 მაისის მოვლენები, ლოპოტის სპეცოპერაციის დროს მოკლულები.

 

ივანიშვილის თქმით, დღესაც მწუხრი და გლოვაა გამოცხადებული საქართველოში, რის გამოც “ქართული ოცნების” აქცია ტრადიციულად ბერას სიმღერით არ დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი