ახალი ამბები

“დემოკრატიულმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა

18 აპრილი, 2017 • 2248
“დემოკრატიულმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკონსტიტუციო კომისიის რიგები პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ სამუშაო მოდელთან დაკავშირებით პოზიციათა პრინციპული სხვაობა იყო. კონკრეტულად კი, ლორთქიფანიძე საარჩევნო სისტემის, პრეზიდნტის არჩევისა და უფლებამოსილების წესის, მიწის გასხვისების საკითხს და კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ მისწრაფების შესახებ ჩანაწერს ასახელებს.

“სამუშაო ჯგუფში ჩვენს მუშაობას ერთადერთი აზრი ჰქონდა, რომ გაგვეტანა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც “დემოკრატიული მოძრაობისთვის” წითელი ხაზი იყო: ესაა საარაჩევნო სისტემებთან დაკავშირებული თემა და კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება არანაირ კომპრომისზე არ მოდის. ეს ეხებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის არჩევითობის და პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს და აქაც ჩანს, რომ არავითარი ცვლილება ამ მიმარულებით არაა და ირიბად არჩეული პრეზიდენტი გვეყოლება”, – განაცხადა ლორთფიფანიძემ. ასევე, მან ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა მიწის საკითხი:

“ჩვენ ვხედავთ, რომ მიწაზე საკუთრების უფლების რეგულაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის კვლავ რჩება იმ საკითხად, რომელზეც ხელისუფლება არ მოდის კომპრომისზე”.

ლორთქიფანიძემ ისაუბრა სასამართლოს თემაზეც. იგი უკმაყოფილოა იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ ეძლევა სასამართლო აქტების რევიზიის უფლებამოსილება.

ლორთქიფანიძეს ასევე არ მოსწონს ის ჩანაწერი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი ევროპული და ჩრდილოატალნტიკური სტრუქტურებია.

“ესაა ის თემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმაც კი ვერ გაბედა, რომ შეეტანა [კონსტიტუციაში]. რეალუად ეს ის პოლიტიკური გარდამავალი ტენდენციაა, რომელიც არაფრისდიდებით არ უნდა იყოს კონსტიტუციაში შეტანილი. ეს არ არის ის მარადიული ღირებულება, რომელიც დროში უცვლელია და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მარიონეტია, რომელიც მოქმედებს არა ეროვნული ინტერესით, არამედ იმით, რაც საკუთარი პატრონის წინაშე გააჩნია.  ამის შემდეგ ჩვენ აღარაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ სამუშაო ჯგუფი დავტოვოთ”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი