საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების უმეტესობამ რეფერენდუმში თურქეთის პრეზიდენტისათვის უფლებამოისლებების გაზრდას მხარი არ დაუჭირა. შესაბამის ინფორმაციას www.yenisafak.com ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო ანადოლუზე დაყრდნობით.
საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქეების 59.3%-მა (416 ბიულეტინი) ხმა პრეზიდენტისათვის უფლებამოსილებების გაზრდის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 40.7-მა პროცენტმა (285 ხმა) შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.
საქართველოში თურქეთის მოქალაქეებისათვის ორი უბანი იყო გახსნილი- თბილისში, თურქეთის საელჩოში და ბათუმში გენერალურ საკონსულოში. საქართველოში აქტივობა 39.7%-ს შეადგენდა.
16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის მიხედვით, 51%-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, 48% კი წინააღმდეგ წავიდა.
თურქეთის სამ უდიდეს ქალაქში – სტამბულში, ანკარასა და იზმირში, მონაწილეთა უმრავლესობამ უარი უთხრა საკონსტიტუციო ცვლილებებს.