10,000 ლარის მფლობელი თიბისი ბანკის მეანაბრე ლაერტი ზუბადალაშვილი გახდა, 15,000 ლარის მფლობელი – ნათელა მახარეიშვილი, ხოლო 20,000 ლარი თიბისი ბანკისგან დურმიშხან დიასამიძეს ერგო.   


გათამაშებაში მონაწილეობდნენ თიბისი ბანკის ის მეანაბრეები, რომლებმაც 2012 წლის 9 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გახსნეს   ვადიანი, ვადიანი+, ოქროს, ბონუს და ანაბარი „ჩემი მიზანი“ ტიპის ანაბრები, გათამაშებაში მონაწილეობას იღებდნენ ის მეანაბრეებიც, რომლებსაც 9 ოქტომბრამდე  თიბისი ბანკში ჰქონდათ გახსნილი მინიმუმ 1000 ერთეულის ოდენობის ანაბარი „ჩემი სეიფი“.   


გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით გამოვლინდნენ. ლოტოტრონში დაახლოებით 513 ათასი ბილეთი იყო მოთავსებული. გათამაშება თიბისი ბანკის Facebook-ის გვერდზე გადაიცემოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *