ახალი ამბები

დეპუტატი გურჯაანის გამგებლის მოადგილეს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს

16 იანვარი, 2013 • 1136
დეპუტატი გურჯაანის გამგებლის მოადგილეს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს

“გურჯაანის გამგებლის მოადგილემ ზურაბ ჯანელიშვილმა ორი დღის წინ დაიბარა ყველა რაიონის, ყველა სოფლის

გიორგი ღვინიაშვილი
გიორგი ღვინიაშვილი

ხელმძღვანელი და უკლებლივ ყველას მოთხოვა სამსახურის დატოვება. ის მუქარით და შანტაჟით ყველას აიძულებს, რომ დაწერონ განცხადება სამსახურიდან წასვლაზე. ამ ადამიანებს ქვეყნის და თავიანთი სოფლების წინაშე არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, ისინი ყოველთვის კეთილსინდისიერად  ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ ისინი იდევნებიან მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი მუშაობდნენ წინა ხელისუფლების დროს. ” 

მისივე თქმით, გურჯაანის ხელისუფლება წარმატებულად  იყენებს დანელიშვილს:

 

“მთელმა რაიონმა იცის, რომ ამ ადამიანისთვის ინტელექტი და ამის მსგავსი თვისებებისგან და საერთოდ, ზოგადად, ინტელექტი მისთვის აკრძალული ხილია და ძალიან ადვილად აყენებს ადამიანებს შეურაცხყოფას და ემუქრება მათ. ამიტომ მე მინდა განვაცხადო და მოვუწოდო ხელისუფლებას,  აღკვეთონ ყველანაირად ადამიანების დევნა იმ ნიშნით, რომ ისინი წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ”, – განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი