დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომასთან დაკავშირებით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს:
- მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებისკენ – მეტროსადგურ “დიდუბიდან”;
- კუკია-მახათასკენ – სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან;
- საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით – მეტროსადგურ “დელისიდან”;
- თბილისის ზღვის სასაფლაოსკენ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“;
- ველის სასაფლაოს მიმართულებით – დოდო ჭიჭინაძის ქუჩის N25-ე კორპუსის მიმდებარედ;
- ვარკეთილის სასაფლაოებისკენ – მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” და შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.
გარდა ამისა, როგორც თბილისის მერიიდან გვაცნობეს, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ 16-17 აპრილს, აღდგომასთან დაკავშირებით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება – ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.