ახალი ამბები

მკვლელობაში ბრალდებული მკვლელობის მოტივად მამაკაცსა და ბიჭს შორის ორალურ სექსს ასახელებს

15 იანვარი, 2013 •
მკვლელობაში ბრალდებული მკვლელობის მოტივად მამაკაცსა და ბიჭს შორის ორალურ სექსს ასახელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2013 წლის 1 იანვარს თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „სლავიანკასთან” მდებარე სკვერში, დაკავებულს 1960 წელს დაბადებულ ს. –სთან ურთიერთშელაპარკება მოუვიდა, რის შემდეგაც მან ამ უკანასკნელს თავში სამშენებლო ბლოკი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აღიძრა. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს. გამოძიებას თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს
დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება აწარმოებს.

 

შსს–მ გაავრცელა დაკავებულის აღიარებითი ჩვენება, სადაც ის მკვლელობის მოტივზე საუბრობს.

 

“შევესწარი ფიჭვნარში ორალური სექსით იყვნენ დაკავებული. წავედი ამათკენ და მოვიმარჯვე გაუხნელი ბოთლი. მივუახლოვდი, დაახლოებით სამი მეტრი იქნებოდა. დავუყვირე ამ ბიჭს, გაიქეცი–მეთქი. მოტრიალდა ეს ბიჭი და გაიქცა. მერე ავიღე აგური, 3–4–ჯერ ჩავარტყი თავში. აგურის მერე, იქვე ბლოკი ეგდო, ავიღე ბლოკიც და 3–4–ჯერ ისიც ჩავარტყი თავში. იქიდან შევტრიალდი რესტორანში და მოვითხოვე პასტა და ფურცელი. გამოვართვი და დავწერე, რომ ეს ადამიანი მოვკალი იმიტომ, რომ აუპატიურებდა ბავშვებს და დავადე გვამს. გამოვტრიალდი, გავაჩერე ტაქსი და წავედი სახლში”, – ასე იხსენებს მკვლელობის ფაქტს დაკავებული.  

მასალების გადაბეჭდვის წესი