ახალი ამბები

ოქრუაშვილს “ჯეოსელის” წილის გამოძალვას აღარ ედავებიან

10 იანვარი, 2013 •
ოქრუაშვილს  “ჯეოსელის”  წილის გამოძალვას  აღარ ედავებიან

პროკურატურამ ბრალის მოხსნა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოითხოვა.

თავდაპირველი  ბრალდების მიხედვით, რომელიც ოქრუაშვილს 2008 წელს წარუდგინეს, ოქრუაშვილის ბრძანებით კომუნიკაციების კომისიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა დიმიტრი ქიტოშვილმა  ”ჯეოსელის” აქციონერი ჯემალ სვანიძე აიძულა მინიმალურ ფასად, 250 ათას დოლარად დაეთმო კომპანიის 2,5%-იანი წილი კომპანია ”არტის” წარმომადგენელ გურამ გოგუასთვის, მაშინ, როდესაც წილის რეალური ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარს აღწევდა.

დიმიტრი ქიტოშვილმა მაშინ აღნიშნულ საქმეზე ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილისა და საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა.

ქიტოშვილმა 2012 წლის დეკმებრში დაკითხვაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ჩვენება იძულებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების და მუქარის შედეგად მიაცემინეს.  

როგორც ქიტოშვილმა განაცხადა,  ის დაეხმარა ჯემალ სვანიძეს და გურამ გოგუას ”ჯეოსელის” 2.5%-იანი წილის ყიდვა-გაყიდვის საქმეში, თუმცა ამ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია ირაკლი ოქრუაშვილს. სვანიძეს ახლა კითხვები ქიტოშვილთან აქვს.

პროკურატურამ, გარდა ჯეოსელის საქმისა,  ოქრუაშვილის მიმართ სამ ეპიზოდზე შეწყვიტა სამართლებრივი დევნა.

“მე ვუერთდები იმ აზრს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი “ნაციონალური” ხელისუფლების მიერ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი, ხოლო ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის ავტომატურად ყველა იმ სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მის წინაშე შეიძლება დადგეს, არის უდანაშაულო. ამას სჭირდება გამოძიება და ფაქტების დადგენა. მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა არძრული”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  ნოემბერში.

20 ნოემბერს  საქართველოს ყოფილ თავდაცვის  მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში დაბრუნდა და  სამართალდაცავებმა დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი