ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში მეჩეთის ნგრევის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს აკავებენ

12 აპრილი, 2017 • 1979
ბაქოში მეჩეთის ნგრევის წინააღმდეგ გამოსულ მოქალაქეებს აკავებენ

ბაქოში, “საბჭოთა” ქუჩაზე, სადაც აზერბაიჯანის დედაქალაქის გენერალური დაგეგმარების შესაბამისად, ახალი კვარტალი უნდა აშენდეს,  არსებულ შენობებს ანგრევენ. მათ შორისაა “ჰაჯი ჯავადის” მეჩეთი.

დღეს, 12 აპრილს, პოლიციამ მეჩეთის ნგრევის წინააღმდეგ გამოსული მოქალაქეების დაკავება დაიწყო.

როგორც იურისტმა და უფლებადამცველმა, სამირა აგაიევამ ნეტგაზეთს განუცხადა, მეჩეთი აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს დაცულ ძეგლთა ნუსხაშია, თუმცა მისი დანგრევა მაინც გადაწყვიტეს. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის პოლიცია პროტესტის მონაწილეებს აკავებს.

ჰაჯი ჯავადის მეჩეთის ნგრევის წინააღმდეგ გამოსულტა პროტესტი და დაკავება ფოტო: სამირა აგაიევას ფეისბუკის გვერდიდან

“საბჭოთა” – ასე ჰქვია დასახლებულ ადგილს ბაქოს ცენტრში, იასამალის რაიონში, სადაც განლაგებულია ძველი და ისტორიული შენობები. ამავე კვარტალში კიდევ ექვსი მეჩეთია. რა ბედი ელის მათ, ჯერჯერობით უცნობია.

“საბჭოთას” ტერიტორიაზე  სხვა ისტორიული შენობებიც მდებარეობს. თუმცა, განკარგულების შესაბამისად, ისინიც ნგრევას ექვემდებარება.

2016 წლის მასში აზერბაიჯანის მოქალაქეებმა მინისტრთა კაბინეტის, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, ასევე ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით ონლაინ პეტიცია შექმნეს. პეტიციაში მოქალაქეები ისტორიული შენობების დანგრევის შეჩერებას ითხოვენ. პეტიციას ამ დრომდე დაახლოებით 3 600 ხელმომწერი ჰყავს, თუმცა რაიმე შედეგი მას არ მოუტანია.

ჰაჯი ჯავადის მეჩეთის ფრაგმენტი; ფოტო: სამირა აგაიევას ფეისბუკის გვერდიდან

ჰაჯი ჯავადის მეჩეთის ფრაგმენტი; ფოტო: სამირა აგაიევას ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი