ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე სამშენებლო პროექტი შეჩერდა, რომლებზეც დარდობს

7 იანვარი, 2013 •
პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე სამშენებლო პროექტი შეჩერდა, რომლებზეც  დარდობს

“დღეს, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს საშობაო განწყობა, და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მინდა  ვილაპარაკო იმ სადარდებელზე, რომელიც ბოლო დღეებში დამიგროვდა.

ახლა დავბრუნდი არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან  და იცით, რომ შენდება ეს ძალიან ლამაზი შენობები, რიყე და და როცა უყურებ იმ ქვეყანას, როგორ არის აშენებული, მე ყოველთვის მინდოდა, რომ საქართველო ყოფილიყო ისეთივე გრანდიოზული, ისეთი ლამაზი და ისეთი განვითარებული.  მართლაც ჩვენ ვიყავით იმ ზღვარზე, რომლის იქეთ ასეთი განვითარება იწყებოდა, და ბევრი პროექტი იყო დაწყებული”. 

პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ერთ-ერთი ასეთი პროექტია 40- სართულიანი სასტუმროს მშენებლობა თბილისის ცენტრში. მან ჟურნალისტებს სასტუმროს მაკეტი წარუდგინა და განაცხადა, რომ ახალმა მთავრობამ ეს პროექტი შეაჩერა.


მისი თქმით, ეს პროექტი 20 ათას მოქალაქეს დაასაქმებდა, ხობისწყალზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა კი, რომელიც ასევე შეჩერდა,  10 ათას მოქალაქეს.

პრეზიდენტმა ყურადღება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობაზე გაამახვილა, რომლის კეთებაც რამდენიმე თვის წინ დაიწყო.   სააკაშვილი ამბობს, რომ თუკი ეს არ დასრულდება, საქართველო ასობით ათას ტურისტს დაკარგავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი