ახალი ამბები

საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ქუთაისში

29 დეკემბერი, 2012 • 1288
საახალწლო ღონისძიებების პროგრამა ქუთაისში

– ნიღბების თეატრალური წარმოდგენა;

 

– ბერიკების ხალხური თამაშობები;

 

– გოზინაყის ფესტივალი;

 

– დიზაინერების მიერ მორთული საახალწლო ნაძვის ხეების გამოფენა;

 

– ქრისტინე რობაქიძის გამოფენა „ანგელოზთა სერია“.

საახალწლო კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება, მუსიკოსები საახალწლო და საშობაო სიმღერების ქავერ ვერსიებს შეასრულებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მარიტა როხვაძე, მეგი გოგიტიძე & ბენდი, „ოჩოს ქოხი“, მიმი ჯავახიშვილი, ია ტომაში, გიორგი მეფისაშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, თედო ქორიძე, სახელმწიფო ანსამბლის გუნდი.

საახალწლოდ ქალაქში სამი ნაძვის ხე დადგეს: ქუთაისის ისტორიულ უბანში, ქალაქის ბულვარში და რუსთაველის გამზირზე.  
შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერია წელს კიდევ ერთი ნაძვის ხის ყიდვას აპირებდა, რომლის ღირებულება 100 ათასი ლარი იყო,  თუმცა მერიამ ტენდერი გააუქმა. მათი გადაწყვეტილებით, ამ თანხით ბაგა-ბაღის თანამშრომლებს საახალწლოდ პრემიები დაურიგეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი