ახალი ამბები

მოძრაობამ “სახელმწიფო ხალხისათვის” საკონსტიტუციო კომისია დატოვა

10 აპრილი, 2017 • 1380
მოძრაობამ “სახელმწიფო ხალხისათვის” საკონსტიტუციო კომისია დატოვა

მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისათვის” თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ საკონსტიტუციო კომისია დატოვა. ამის შესახებ განაცხადება მან დღეს, 10 აპრილს გააკეთა.

“მე დავტოვე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. ვემიჯნები მას და არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ფარსში. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ კონსტიტუცია, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი ხელშეკრულება, როგორც საერთო ღირებულებათა ჭურჭელი,”- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მისივ თქმით, ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმის რეალური მიზანი სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუციების შთანთქმის ხარჯზე არაფორმალიური მმართველობის დაკანონებაა.

დღეს, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყების წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დააანონსა, რიმ გარკვეული ჯგუფები კომისიის დატოვებას აპირებდნენ.

” პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი